ათეისტი და დათვი, იხალისეთ

ერთი ათეისტი კაცი ტყეში მისეირნონდა და ფიქრობდა: რა მშვენიერი ტყეა!
სიცოცხლით სავსე მდინარეები, მზიანი ცა,ანკარა წყაროები…
ამ ფიქრებში იყო გართული, რომ დაახლოებით 60 მეტრში დაინახა დათვი, რომელიც მისკენ მორბოდა.ათეისტი გაიქცა, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ დათვი მალე დაეწეოდა.
და მოულოდნელად ათეისტმა ქვას წამოჰკრა ფეხი და ძირს დაეცა. ამ დროს დათვიც მოვარდა და ტორებზე შედგა, რომ უკანასკნელი სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინა თავისი მსხვერპლისათვის.
ზუსტად ამ წამს ათეისტმა არაცნობიერად წამოიძახა: მიშველე ღმერთო !
მოულოდნელად დრო გაჩერდა და დათვიც ადგილზე გაქვავდა. ტყე სიჩუმემ მოიცვა და ციდან ხმა გაისმა:
– შენ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში უარმყოფდი, სხვებსაც ასწავლიდი, რომ არ ვარსებობ და რომ სამყარო კოსმოსური შემთხვევის წყალობით შეიქმნა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ ფიქრობ ხარ ღირსი, რომ ეს თხოვნა შეგისრულო?
 
ათეისტმა ცას ახედა და ღმერთს უთხრა:
– არ იქნება ჩემგან კარგი საქციელი გთხოვო,რომ ისე მომემქცე, როგორც მორწმუნე ქრისტიანს მოექცეოდი. გთხოვ გახადე დათვი ღვთის მორწმუნე ქრისტიანი.
 
– ძალიან კარგი – გაისმა ხმა.შემდეგ ყველაფერი წესრიგში ჩადგა და დროც ამოძრავდა.
ხოლო დათვი ძირს დაეშვა, შემდეგ ცალი თათი მაღლა ასწია და თქვა:
– ღმერთო აკურთხე საკვები, რომელიც ახლა უნდა მივირთვა, ამინ…
LinkedInFacebookTwitterGoogle+PinterestTumblrStumbleUponGoogle GmailEmail

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *