იუსტიციის სახლებში გაგონილი ძალიან სასაცილო ფრაზები

იუსტიციის სახლებში გაგონილი ძალიან სასაცილო გამონათქვამები :

 ქუთაისის იუსტიციის სახლში გაგონილი:

კატარღის ცნობა მინდა – ყადაღის არარსებობის შესახებ ცნობა
დიდ მეწარმის გაცოცხლების საბუთი – ინდ.მეწარმეობის განახლება
ცეცხლოვანი ხაზის ნომერი მინდა – ცხელი ხაზი
უკაცრავად, გასვლაზეც ბილეთი უნდა ავიღო?
ლაითი ბარათი მინდა ავიღო – ID ბარათი
გასათხოვარი რომ ვარ იმის ცნობა მინდა – ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ
ბავშვის ასლი მინდა – განმეორებითი დაბ. მოწმობა
ფენოვანი პირადობა – ID ბარათი

რუსთავის იუსტიციის სახლში გაგონილი:

უარი მინდა საქართველოზე (მოქალაქეობაზე უარის თქმა )
ცოლის მოყვანა მინდა და ვის მივმართო? (ქორწინების რეგისტრაცია )
ბავშვის გატარებაზე ვარ (დაბადების მოწმობის აგება )
გეომეტრიული/კოსმოსური/ანატომიური სურათი მინდა (ბიომეტრიული სურათი )
უსამართლობას თქვენთან იძლევიან? (ნასამართლეობის ცნობის აღება)
მოსაკითხად ვარ მოსული (საბუთის გასატანად)
ხელი გვინდა მივაჯღაბნოთ (ქორწინების რეგისტრაცია)
პასპორტი მაქვს ასაღები და სად მოვკალათდე?
სია მინდა ჩემი მტრების, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უნდა
მოვაწერინო ხელშეკრულებაზე ხელი -ამბობს მოქალაქე
ჩემს მეგობარს ვადა გაუვიდა (პასპორტს გაუვიდა ვადა)
კატარაქტის ცნობა მინდა (იგულისხმება ყადაღის ცნობა)
ჩემი ცოლი ძალით გახადეს ინდ.მეწარმე, შეიძლება ქალი ძალით გახადოო? კაცო, ჩემი ცოლი ძალით გახადეს გეუბნებით მე თქვენ
უკაცრავად, ბავშვის გასაკეთებლად ვარ, თქვენ უნდა მოგმართოთ? ( დაბადების მოწმობა სურდა აღელვებულ ახალბედა მამას)

აჭარის იუსტიციის სახლში გაგონილი ფრაზები :

ქალიშვილობის აღდგენა მინდა (ქალიშვილობის გვარის დაბრუნება)
მაღაზია არ არი აქანე, სავარცხელი რო ვიყიდო? (ფოტოჯიხურში)
მე ეხლა ფაქტიურად ჰაეროვანი ვარ (იგულისხმება არსად არ ვარ ჩაწერილი)
ეს ნომერი მე გადამახტა
მეჩიკი (მესიჯი) მომივიდა და გიმიშვი სადმე
სოციალისტური დახმარება მინდა
ამობერტყე ერთი ბილეთი!
ამ ბარათით თურქეთში მარტო გადასვლა შეიძლება თუ გადმოსვლაც?
ბინიდან მინდა ამოვყარო არასასურველი ხალხი
მესამე სიგრძეში ხალხის ამოწერვა მინდა
საქალაქთაშორისო პასპორტი
ოსმალეთში მინდა გადასვლა
სახელი და გვარი სიტყვიერად დავწერო?
თურქეთში გათხოვება მინდა და მაგის საბუთი მინდა
შეყრა-გაყრა აქ სადაა?
პირადობის პასპორტი მინდა
ცოლისა და ჩემი იმის გატარების საბუთი მინდა
პირველი ხელის მოწერა უფასოა?
მინდა ცნობა, რომ არ ვიყავი გათხოვილი, არ ვარ და არ ვაპირებ
ქმარი არ ყავს, ხელი არყავს და ცნობა მინდა, რომ ქმარი არ ყავს
ჩუქნების ის მინდა
ცნობა მინდა სიკვტილიანობის

LinkedInFacebookTwitterGoogle+PinterestTumblrStumbleUponGoogle GmailEmail

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *